თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ-მელიას წერილი ციხიდან

26.02.21 14:51
თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ-მელიას წერილი ციხიდან

თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ- ასე პასუხობს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ციხიდან პროკურატურას.  მელიას წერილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ხატია  დეკანოიძემ წაიკითხა.

"მოგესალმებით თანამებრძოლებს მეგობრებს და თავისუფლებნის მოყვარე სრულიად ქართველ ხალხს. მოგესალმებით და მიხარია, რომ მანდ ხართ, მიხარია, რომ არ ნებდებით ერთად ვიბრძვით და ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენი მიზანი არ არის ერთი ადამიანის გამარჯვება, ჩვენი მიზანი  საქართველოს გამარჯვებაა. 

ჩვებნი მიზანი განვითარებული საქართველოა, სადაც თავისუფალი და წარმატებული ადამიანები იბრძვიან. ხანდახან ცხვოვრებაში დგება მომენტები, როდესაც ადამიანს დაღლა და იმედგაცრუება გეწვევა, მაგრამ მე ახლა ამ 4 კედელშიც კი ვგრძნობ, რომ ყოველი ახალი სირთულე, ყოველი ახალი წინაღობა, ყოველი ახალი გამოწვევა მეტ ძალას, მეტ შემართებას მატებს.

ჩვენ გვაქვს ძალა, ჩვენ გვაქვს ნება, ჩვენ გავქვს მიზანი და მოტივაცია მშვიობიანად დავძლიოთ ქვეყანაში მიმდინარე რადიკალიზაციის და პოლიტპოლარიზაციის პროცესი - გვქიონდეს უკეთესი საქართველო, თავისუფლება. ვიცი, რომ ათასობით პატრიოტის უწყვეტი პროტესტი თბილისის ქუცებში მოწინააღმდეგის ყველა გეგმას ჩაშლის.

დღეს აქ და ახლა თბილისის ქუჩებში დგას მებრძოლი საქართველო, რომელიც მოიპოვებს საბოლოო თავიფულებას.

დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც 23 თებერვლის ძალისმიერი შტურმის დროს გამოიჩინა მაქსიმალური მოთმინება და სიმტკიცე ქვეყნის სასიკეთოდ, ვინც იდგა და იცავდა თავისუფალი საქართველოს იდეას, ვინც იდგა ჩვენ გვერდით, ვინც იდგა პარლამენტის წინ, ვინც იდგა ისტორიის სწორ მხარეს. ჩვენ ბრალს გვდებენ 20 ივნისის სახელმწიფოს გადატრიალებაში, თუმცა ჩვენი მხრიდან 20 ივნისის მშვიდობიანმა პროტესტმა და 23 თებერვლის თავდაცვის ფორმამ ნათლად აჩვენა, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს სამშობლოს მიმართ.

2019 წლის 20 ივნისსაც და 2021 წლის 23 თებერვაალსაც ჩვენ ვიდექით მშვიდობიანად, ვიცავდით ჩვენს ღირსებას, ჩვენს თავისუფლებას, გამარჯვებული საქართველოს იდეას, გავრილოვების, ლავროვებისა და მათი მორჩილი პირებისგან თავისუფალ, ერთიან ქართული სახელმწიფოს იდეას.

ჩემგან მოითხოვეს ხარკი, თავისუფლების ქირა. მინდა მივმართო მას, ვინც სახელმწიფო მიიტაცა, თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლებით არ ვაჭრობენ, თავისუფლება უნდა მოიპოვო და დიახ, ის ხანდახან ბორკილებით, ციხით მოიპოვება, მაგრამ არასდროს დანებებით, მხოლოდ ბრძოლით, მხოლოდ მოძრაობით, ახალი გამოწვევებით, ახალი პასუხებით, კრიზისში ახალი პასუხების პოვნით და ისევ მხოლოდ ერთიანობით.

მე მინდა, ვიყო საქართველოს თავისუფალი მოქალაქე, ვიაროთ წინ და ვიაროთ ერთად, დაბრკოლებების გარეშე თავისუფლად. მე მინდა ვიცხოვრო ღირსეულად, მაგრამ არ გვაცლიან, მათ არ სჭირდებათ თავისუფალი ხალხი საქართველოში. საქართველოს სიყვარულისა და ღირსების დაცვის გამო თავისუფლება აღმიკვერთეს და 40 ათას ლარათ იმავე თავისუფლების ყიდვა შემომთავაზეს.

თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ.

დღეს, საკნის 4 კედელი სწორედ, თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაა. მე არასდროს ვყოფილვარ ასეთი თავისუფალი, როგორც ახლა. ჩემთვის და ჩვენთვის, თითოეული ჩვენთაგანისთვის თავისუფლება არ ღირს 40 ათასი ლარი. ეს არცერთი ადამიანის არცერთი ჯგუფის და მითუმეტეს, არც პარტიული ბრძოლაა. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებისა, ერთად ვიბრძვით უზენაესი ღირებულებებისთვის, თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობისთვის. 

ახლა დგება წუთი, როდესაც მოქალაქეები ჩვენი ხალხის ღირსების შემლახავთა მიმართ მოთმინება ვეღარ იქნება მისაღები. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რადგან ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და აუცილებლად გავიმარჯვებთ.

მე დღეს პასუხი სანდროსთვის, რატომ არ მივედი სახლში, არ მაქვს. შეიძლება დღეს ვერ ავუხსნა, ან დღეს ვერ გაიგებს, მაგრამ ხვალ ის თავად გასცემს კითხვაზე პასუხს, რომ მე სწორედ ხვალინდელი დღის და ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლის რწმენით ვიბრძვი აქედან.ვარ მართალი, ვარ მხნედ".

 

მსგავსი სიახლეები