აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ვარაუდობს, რომ საქართველოში მხარეები არჩევნებზე შეთანხმდებიან - მეთიუ ბრაიზა

24.03.21 19:10
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ვარაუდობს, რომ საქართველოში მხარეები არჩევნებზე შეთანხმდებიან - მეთიუ ბრაიზა

ამერიკელი დიპლომატი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ვარაუდობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს დათანხმდება. მეთიუ ბრაიზა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის  პოზიციას ახმოვანებს და აცხადებს, რომ ცივილიზებული სამყარო სქართველოში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ძალისხმევას არ დაიშურებს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და კონგრესი ვარაუდობს, რომ რიგგარეს არჩევნებზე შესაძლოა, მოლაპარაკება მოხდეს. ამერიკის აქტივობა გამოიხატება არა იმაში,  რომ მიეხმაროს მხარეებს, მივიდნენ რიგგარეშე არჩევნებამდე, არამედ იმის უზრუნველყოფაში, რომ ეს იყოს თავისუფალი და დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნები, რომელსაც ეუთო და ოდირი აღიარებს - ამბობს მეთიუ ბრაიზა.

ამერიკელი დიპლომატი აცხადებს, რომ დასავლეთი  არასდროს მოახდენს ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე, მას არ უკარნახებს შემდგომ ნაბიჯებს. ეს ყველაფერი კი ქართველი ხალხის გასაკეთებელია.

 არ ვფიქრობ, რომ ევროპა და ამერიკა მოახდენენ ზეწოლას ხელისუფლებაზე. ხალხი არ უნდა ელოდოს, რომ ვაშინგტონიდან ვინმე თეთრი ცხენით ჩამოვა და სურვილებს შეუსრულებს, ეს არ მოხდება, რადგან ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. თუ საქართველო სხვა ქვეყნის დახმარებას ელოდება დემოკრატიის აღსრულების საქმეში, მაშინ ის ვერასოდეს გაწევრიანდება ევროატლანტიკურ სივრცეში - აცხადებს მეთიუ ბრაიზა.