საქართველო ან დემოკრატიის კუნძულად დარჩება, ან ავტორიტარიზმის ზღვაში ჩაიძირება - დევიდ კრამერი

24.03.21 19:46
საქართველო ან დემოკრატიის კუნძულად დარჩება, ან ავტორიტარიზმის ზღვაში ჩაიძირება - დევიდ კრამერი

ამერიკელი სენატორმა საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ჩვენს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას აფასებს. დევიდ კრამერი მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყანა უმძიმესი გამოწვევის წინაშე დგას.

საქართველო არის დემოკრატიის კუნძული ავრტორიტარიზმის ზღვაში, ის ახლა ზღვარზეა, ან დარჩება დემოკრატიის კუნძულად, ან ავტორიტარიზმის ზღვაში ჩაიძირება. იმედი გვაქვს, დემოკრატიის კუნძულად დარჩება. თუ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი არ გადაიჭრება, ქვეყანას დემოკრატიული გზიდან გადახვევის საშიშროება ემუქრება - აღნიშნავს დევიდ კრამერი.

ამერიკელი სენატორი მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის ნიკა მელიას გათავისუფლება აუცილებელი ნაბიჯია.

,,ოცნებამ" და ოპოზიციამ უნდა იმუშავონ კომპრომისზე, ნიკა მელია ციხიდან უნდა გათავისუფლდეს, მელიას დაკავებამ სიტუაცია გაამწვავა და ჩიხი პოლიტიკურ კრიზისად აქცია. პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკება არ შედგება, თუ ერთ-ერთი მათგანის ლიდერი ციხეში ზის. საჭიროა ამ საკითხის დროულად გადაწყვეტა, რადგან ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი კომპრომისზე წასვლა - აცხადებს კრამერი.   

სენატორი მიიჩნევს, რომ თუ ქვეყანამ შიგნით არ მოძებნა ძალები  ვიტარების განსამუხტად, ადრე თუ გვიან, მას დემოკრატიული სამყარო ზურგს შეაქცევს.

თუ თქვენ ეს კრიზისი არ გადალახეთ, ამერიკა იტყვის, ჩვენ საკმარისად გვაქვს სხვა პრობლემები იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, ვისაც ასეთი კრიზისის გადალახვა შეუძლაი. მომავალში მათზე ვფოკუსირდებით და არა საქართველოზე ამბობს დევიდ კრამერი.

მსგავსი სიახლეები