სიტუაცია არ უმჯობესდება, როცა სასამართლო გასცემს ბრძანებას ტვ პირველის წინააღმდეგ - დევიდ კრამერი

24.03.21 20:00
სიტუაცია არ უმჯობესდება, როცა სასამართლო გასცემს ბრძანებას ტვ პირველის წინააღმდეგ - დევიდ კრამერი

სენატორმა დევიდ კრამერმა ,,ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოში მედიისა და სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კრამერი მიიჩნევს, რომ ტვ პირველზე ხელისუფლების მიერ განხორციელებული ზეწოლა ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელია. 

საქართველოში  სიტუაცია არ უმჯობესდება მაშინ, როცა პოლიტიკოსები მედიაზე თავდასხმას იწყებენ, როცა თბილისის სასამართლო გასცემს ბრძანებას ტვ პირველის წინააღმდეგ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საკითხზე. მედიისა და სამოალაქო საზოგადოების როლი უკეთ უნდა გვესმოდეს. ისინი ყოველთვის ვიღაცის პოლიტიკური მიზნების შესასრულებლად არ იმუშავებენ, ისინი ქვეყნიუს უფრო დიდ მიზნებს ემსახურებიან და მათ თავი უნდა დაანებონ. კრიტიკისგან დაცული არავინაა, მაგრამ ისეთი თავდასხმები, რაც ვნახეთ, ქვეყნისთვის ნამდვილად დამაზიანებელია -აღნიშნავს დევიდ კრამერი.