ხელოვნება ეს არის ვარჯიში თავისუფლებაში, მას ვერ აიტანს თეა - ბუღაძე წულუკიანზე

24.03.21 20:45
ხელოვნება ეს არის ვარჯიში თავისუფლებაში, მას ვერ აიტანს თეა - ბუღაძე წულუკიანზე

ხელოვნება ეს არის ვარჯიში თავისუფლებაში, მას ვერ აიტანს თეა - ასე გამოეხმაურა მხატვარი გია ბუღაძე თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნას და ამ ფაქტს დაშინების პოლიტიკა უწოდა.

ხელოვნება ეს არის ვარჯიში თავისუფლებაში მას  როგორ აიტანს თეა?! ვერ აიტანს. ეს არის დაშინების და დაჩმორების პოლიტიკა, თუ ოდნავ გადახვევა იქნება იმას საერთოდ გაანადგურებენ. ეს არის ჩვეულებრივი ავტორიტარული რეჟიმის კონტროლი მენტალობის, - ამბობს ბუღაძე.

 თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად 19 მარტს დაინიშნა. წულუკიანის პოსტზე დანიშვნას უკვე მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურება ქართველ ხელოვანებში. ანიტა რაჭველიშვილმა თქვა, რომ სანამ თეა წულუკიანი კულტურის მინისტრი იქნება, იქამდე ქართულ სცენაზე ფეხს არ დაადგამს. 

მსგავსი სიახლეები