სასამართლოს პოლიტიზირება საქართველოში დასრულებული არ არის და ეს უდიდესი პრობლემაა - ანდრიუს კუბილიუსი

19.10.21 17:58
სასამართლოს პოლიტიზირება საქართველოში დასრულებული არ არის და ეს უდიდესი პრობლემაა - ანდრიუს კუბილიუსი

სასამართლოს პოლიტიზირება საქართველოში დასრულებული არ არის და ეს უდიდესი პრობლემაა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. კუბილიუსის განმარტებით, თუ საქართველოს ხელისუფლებას ვერ შეამცირა ქვეყანაში პოლარიზაცია, ეს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს.

ვიქნებოდით მოხარულები, დაგვენახა, რომ პოლიტიკური კრიზისი საქართველოში დასრულებულია.  თუმცა  დემოკრატიის ზრდასრულობა და კანონის უზენაესობა... დიდი პრობლემაა საქართველოსთვის.

 გაოგნებულები ვიყავით პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თუ სააკაშვილი წესიერად არ მოიქცეოდა, მის წინააღმდეგ ახალი საქმეები გაჩნდებოდა. ამან აჩვენა, რომ სასამართლოს პოლიტიზირება საქართველოში დასრულებული არ არის და ეს უდიდესი პრობლემაა - თქვა კუბილიუსმა.

ევროპარლამენტარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბრიუსელში ხშირად ჩამოდიან ქართული ხელისუფლების, ოპოზიციის წარმომადგენლები და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკური სიტუაციის შესახებ სხვადასხვა ვერსიას ჰყვებიან. კუბილიუსის განმარტებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით მმართველ პარტიას მკაფიო პასუხების გაცემა მოუწევს.

 ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ჩამოდიან ბრიუსელში და განმარტავენ ისტორიის მათ ნაწილს. როდესაც მე ვესაუბრე მმართველ პარტიას, აღვნიშნე, რომ მათ ძალიან მალე მოუწევდათ კითხვისთვის პასუხის გაცემა, როდესაც პოლიტიკოსები ბრიუსელში დაიწყებდნენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ვითარების შედარებას იმასთან, რაც მოხდა უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ტიმოშენკოსთან მიმართებით. რა თქმა უნდა, სავარაუდოდ ეს განსხვავებული ისტორიებია და მათ სხვადასხვა ლეგალური მახასიათებლები აქვთ, მაგრამ ბრიუსელში, პირველ რიგში, საკითხი ეხება აღქმებს.

უნდა ითქვას, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის ძალიან ხშირია, რომ სამართლებრივი გადაწყვეტილებები მიიღება არა სამართლიანობის დასამკვიდრებლად, არამედ ოპოზიციის წინააღმდეგ საბრძოლველად. მე არ ვიტყვი, რა მიმართულებით უნდა შეამციროს საქართველოს ხელისუფლებამ და მმართველი პარტიის "ლიდერშიფმა" პოლარიზაციის დონე, მაგრამ თუ ისინი ვერ შეძლებენ ამ ვითარებიდან გამოსვლას, ეს დააზიანებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ასოცირებული ტრიოს ინტეგრაციის პროცესს მთლიანად”, - განაცხადა კუბილიუსმა.

მსგავსი სიახლეები