თაროდან ჩამოღებული ფარული ჩანაწერების საქმე პროტესტის ჩასახშობად? - "ხელისუფლებამ მასალა გამოიყენა ბესელიას წინააღმდეგ და ჩვენ შეგვაწმინდეს ხელი"

25.03.21 11:13
თაროდან ჩამოღებული ფარული ჩანაწერების საქმე პროტესტის ჩასახშობად? - "ხელისუფლებამ მასალა გამოიყენა ბესელიას წინააღმდეგ და ჩვენ შეგვაწმინდეს ხელი"

პოლიტიკოსი ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეს ხელისუფლება საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ იყენებს. 

დღეს ნაწილი სასამართლო სხდომაზე დაიბარეს და უთხრეს რომ ეკა ბესელიას ფარულ ვიდეო ჩანაწერებზე წელიწადნახევრის წინანდელი პროცესები განახლდა.

როგორც ცნობილია, რუსთაველზე მიმდინარე აქციების მონაწილე აქტივისტების ერთი ნაწილი პირადი ცხოვრების კადრების  გავრცელების საქმეზეა ბრალდებული.  

მათ უცნობმა ფეისბუქ მომხმარებელმა ეს კადრები სოც.ქსელის პირად შეტყობინებაში გაუგზავნა. 

ბრალდებულები თაროდან ჩამოღებული საქმეებს რუსთაველზე მიმდინარე პროცესს უკავშირებენ. 

"ამ ყველაფერს ჩემს აქტივობას ვუკავშირებ. ჩვენ ვართ საქმოქალაქო აქტივისტები, ვაპროტესტებთ უსამართლობას, ვაპროტესტებთ გავრილოვიზაციას. პროცესი კი ჩვენს დასაშინებლად განაახლეს"- აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი. 

"ხელისუფლებამ მასალა გამოიყენეს ქალბატონი ბესელიას წინააღმდეგ და ჩვენ შეგვაწმინდეს ხელი"- ამბობს კიდევ ერთი ბრალდებული.