ხელისუფლების კულუარებში ვადამდელი არჩევნების შესახებ დისკუსიები მიმდინარეობს - ზურაბ ჯაფარიძე

25.03.21 12:04
ხელისუფლების კულუარებში ვადამდელი არჩევნების შესახებ დისკუსიები მიმდინარეობს - ზურაბ ჯაფარიძე

 ოპოზიციური პარტიის ლიდერები აფასებენ გუშინ ამერიკელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოში ვადამდელი არჩევნების გამართვის აუცილებლიბის შესახებ. ,,გირჩის" ლიდერი აცხადებს, რომ ხელისუფლების შიგნით აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა და დისკუსიები პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზების ძიებაზე.

ვიცი, რომ ვადამდელი არჩევნების თემაზე ხელისუფლების კულუარებში არის საუბარი, დისკუსიები მიმდინარეობს - ეს  არაერთხელ იყო ეს ნახსენები.  ველოდები,  როდის დადგება ის მომენტი, რომ დასავლეთი დააყენებს ვადამდელი არჩევნების საკითხს ცალსახად და იტყვის, რომ პასუხისმგებლობა არის ხელისუფლების მხარეზე - ამბობს ზურა ჯაფარიძე.

,,ნაციონალური მოზრაობის" წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე ვარაუდობს, რომ არჩევნების თემაზე დასავლეთი გააძლიერებს ზეწოლას ხელისუფლებაზე.

ერთადერთი მნიშვნელოვანი გამართლებული ნაბიჯი და კომპრომისი და ხელისუფლების მხრიდან იქნება ის, რომ აესახა საქართველოს მოსახლეობის ნება და არ მიეტაცებინა პარლამენტი. აქ ხომ ძალაუფლებაზე არ არის საუბარი? რა თქმა უნდა, მხარდამჭერები ვადამდელ არჩევნებს ჰყავს და ჩვენი დასავლელი პარტნიორები გაამკაცრებენ ზეწოლას ,,ქართულ ოცნებაზე" - აღნიშნავს ხატია დეკანოიძე.

,,ევროპული საქარეთველოს" წევრს, სერგი კაპანაძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის აზრთა სხვადასხვაობა ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს, ეს კი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას დასამარებს.

 თუ არ შევთანხმდებით, კრიზისი გაღრმავდება და  ბუნებრივია, კიდევ უფრო მეტი სიმწვავით დადგება დღის წესრიგში არჩევნების თემა, რადგან დემოკრატიულ სამყაროში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის სხვა საშუალება, არჩევნების გარდა, არავის მოუგონია, ,,ოცნებას" თუ წარმოუდგენია, აქ დევნას გააგრძელებს, პოლიტიკურ კრიზისს არ აღიარებს, ჩვენი მეგობრების დემონიზებას განაგრძობს და ქვეყნის შიგნით პრორუსული პროპაგანდით ფონს გავა, ამავდროულად განაცხადს შეიტანს ევროკავშირის წევრობაზე, ეს განაცხადი არათუ დაკმაყოფილებული, განხილულიც არ იქნება - აცხადებს სერგი კაპანაძე.

ტვ პირველის ეთერში გუშინ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ , განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე მიმდინარეობს ცივილიზებული სამყაროს ზეწოლა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თემაზე.

.