პავილიონისს მოვუწოდებ, საკუთარი ქვეყნის პოლიტიკაზე ილაპარაკოს - ირაკლი ქადაგიშვილი

25.03.21 12:27
პავილიონისს მოვუწოდებ, საკუთარი ქვეყნის პოლიტიკაზე ილაპარაკოს - ირაკლი ქადაგიშვილი

,,ქართული ოცნების" წევრი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟიგმუნდას პავილიონისის, განცხადებას ეხმიანება.  ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი არ არის და უცხოელმა პოლიტიკოსებმა განცხადებები მხოლოდ საკუთარი ქვეყნების შესახებ უნდა აკეთონ. 

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი არ არის, კრიზისი არ არის ამომრჩეველში, კრიზისი არის პოლიტიკურ პარტიებში და ტელევიზიები ასახავენ ამ პარტიების კრიზისს, პავილიონისს მოვუწოდებ, უფრო მეტი ილაპარაკოს საკუთარი ქვეყნის პოლიტიკაზე - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

 

ტვ პირველის ეთერში გუშინ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოსი პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება და მისი გადაჭრის ერთადერთ გზას ვადამდელი არჩევნები წარმოადგენს. 

მსგავსი სიახლეები