ხელისუფლება კალაძის კადრებს იშორებს? - გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობას თორნიკე რიჟვაძე ტოვებს

25.03.21 12:37
ხელისუფლება კალაძის კადრებს იშორებს? - გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობას თორნიკე რიჟვაძე ტოვებს

აჭარის მთავრობის თავჯდომარის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია დილიდან აქტიურად ვრცელდება - წყარო ოპოზიციაა, რომელიც თავის მხრივ ირწმუნება, რომ ინფორმაცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან აქვთ. 

 "ჩემი ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე დღეს აპირებს გადადგომას"- აცხადებს ნოდარ დუმბაძე.

ასევე გავრცელებული ცნობით, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის ნაცვლად 2 კანდიდატურა მოიაზრება - ლევან დიასამიძე, რომელიც საქართველოს კონსულია გერმანიაში. მეორე კანდიდატად კი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი მანველიძე განიხილება. 

აჭარის უმაღლეს საბჭოში რიჟვაძის გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ თავმჯდომარე პოსტზე რჩება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ რიჟვაძე დედაქალაქის მერია, კახა კალაძის მეგობარი და კადრია.

მსგავსი სიახლეები