ვადამდელი არჩვენების მოთხოვნით "ლელო" მხარდამჭერებთან ერთად ახალ კამპანიას იწყებს

25.03.21 13:35
ვადამდელი არჩვენების მოთხოვნით "ლელო"  მხარდამჭერებთან ერთად  ახალ კამპანიას იწყებს

 

ახალ სტარტი წართმეული არჩევნების დასაბრუნებლად - ვადამდელ არჩვენების მოთხოვნით "ლელო"  მხარდამჭერებთან ერთად ქვეყნის მასშტაბით ახალ კამპანიას იწყებს.

პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ტვ. პირველთან" ამბობს, რომ ქუჩის შტაბები ყველა ქალაქსა და სოფელში გაიხსნება. 

"ქვეყანა შესულია ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში. ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოვიდეთ და ვკითხოთ ხალხს, ვისაც ეკუთვნის ძალაუფლება. გამოვიდეთ და ჩავატაროთ გამოკითხვა, შევაგროვოთ გამოკითხვები მთელი საქართველოს მასშტაბით და ამას უზრუნველყოფს ჩვენი პარტია. ქუჩის შტაბები იქნება ყველგან, მეტრო სადგურებთან, ქალაქებსა და სოფლებში, რადგან ხალხმა გამოხატოს თავისი ნება, გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები"- აცხადებს ხაზარაძე.