„ქართული ოცნების“ სატყუარა ოპოზიციას - საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი შესაძლოა 3% მდე დაიწიოს

25.03.21 13:47
„ქართული ოცნების“ სატყუარა ოპოზიციას - საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი შესაძლოა 3% მდე დაიწიოს

„ქართული ოცნების“ სატყუარა ოპოზიციას - საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი შესაძლოა 3% მდე დაიწიოს.  „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი უკვე დაარეგისტრირა, თუმცა ცვლილებას ოპოზიციის პარლამენტში შესვლა სჭირდება. ამ ეტაპზე პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობა საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად საკმარისი არ არის. 

მმართველი გუნდი ამბობს, რომ 3 % პირობითი ზედა ზღვარია და თუკი ოპოზიცია შევა პარლამენტში და ამაზე სჯელობა იქნება, შესაძლოა ეს ზღვარი კიდევ შემცირდეს. მათ თქმით, ეს კარგი შანსია იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დგანან და ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ. 

ჩვენ ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლიტაც 2024 წლის არცევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5 %-დან 3%-მდე დაიწევს. უახლოეს დღეებში შეიქმნება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია, რომლის ფარგლებშიც მემორანდუმის შესაბამისად განიხილება როგორც 2024 წლის არჩევნების უფრო დაბალი ბარიერით ჩატარების, ისე დაბალი ბარიერის უფრო ხანგრძლივი ვადით ამოქმედება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ პაპუაშვილმა.