ტყვია თვალში აქვს მოხვედრილი - ატმის ბაღში დაჭრილი მურმან მესხია თბილისში გადმოჰყავთ

25.03.21 15:01
ტყვია თვალში აქვს მოხვედრილი - ატმის ბაღში დაჭრილი მურმან მესხია თბილისში გადმოჰყავთ

კატასტროფის ბრიგადას ატმის ბაღში დაჭრილი მურმან მესხია საგარეჯოდან თბილისში გადმოჰყავს. ახალგაზრდა მამაკაცს ტყვია თვალში აქვს მოხვედრილი. 

დაშავებულს თავდასხმის დეტალებზე საუბარი უჭირს. 

"არაფერი არ მახსოვს"- უთხრა ტვ.პირველის კორესპოდენტს დაჭრილმა. ,ესხიას განცხადებით, არ დაუნახავს რამდენი ადამიანი დაესხა ავტომობილს თავს. 

მძიმედაა კიდევ ერთი დაჭრილის, ზურაბ ვერუაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია "ჯეო ჰოსპიტალში" უტარდება. 

შემთხვევის ადგილზე უკვე რამდენიმე საათია საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა ვინ ჩაცხრილა 4 პირი მანქანაში ამ დრომდე პოლიციას ეჭვმიტანილი და დაკავებული არ ყავს.