ამ განცხადებებით ოპოზიციის ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესმება - ღარიბაშვილის სენატს მადლობას უხდის

25.03.21 15:37
ამ განცხადებებით ოპოზიციის ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესმება - ღარიბაშვილის სენატს მადლობას უხდის

სენატის შეფასებები იყო სამართლიანი და ობიექტური - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მისი თქმით,  აშშ-სთვის საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფო ჩვენს რეგიონში.

"მადლობას ვუხდი აშშ-ს სენატს გაკეთებული სამართლიანი შეფასებებისთვის. აღნიშნული მოსმენა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აშშ-სთვის საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფო ჩვენს რეგიონში. აღნიშნული განცხადებებით ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესმება, რომელიც ოპოზიციის მხრიდან ისმოდა.

მზად ვართ, განვახორციელოთ არჩევნების და მართლმსაჯულების რეფორმა,"-თქვა ღარიბაშვილმა.