,,გირჩს" ერთი ნაბიჯი დარჩა გადასადგმელი პარლამენტში შემოსასვლელად - შალვა პაპუაშვილი

25.03.21 15:56
,,გირჩს" ერთი ნაბიჯი დარჩა გადასადგმელი პარლამენტში შემოსასვლელად - შალვა პაპუაშვილი

 ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესაყვანად ,,ოცნება" შეხვედრებს მართავს. პირველი კომუნიკაცია ,,გირჩთან" უკვე შედგა. მმართველ პარტიაში ოპოტიმისტურად არიან განწყობილი. ცოტა ხნის წინ მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ,,გირჩს" შეხვდა, შალვა პაპუაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ,,გირჩი" შესაძლოა, შევიდეს პარლამენტში.

,,გირჩთან" მოლაპარაკებები წარმატებით მიდის, მან აღიარა არჩევნების შედეგები, შემდეგი ნაბიჯი ის დარჩათ, რომ შემოვიდნენ პარლამნეტში და განახორციელონ თავიანთი უფლებამოსილება, იმედი მაქვს, ამ ნაბიჯს თამამამად გადადგამენ. ჩვენ არავის  ვეხვეწებით,  ჩვენი ინტერესია ის ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მისცა ამ პარტიებს და მათი ხმა პარლამენტში უნდა ისმოდეს - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

საქართველოს პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო ბარიერის 7-დან 4 პროცენტამდე დაწევას ითვალისწინებს. აღნიშნული  ცვლილების განხორციელებისთვის  მმართველ პარტიას  ხმები არ ჰყოფნის და ოპოზიციის პარლამენტში შესვლა სჭირდება.