ხელისუფლება დიპლომატებს დევნას აგრძელებს - დიდ ბრიტანეთში საქართველოს დესპანი განსხვავებული აზრის გამო გაათავისუფლეს

25.03.21 15:49
ხელისუფლება დიპლომატებს დევნას აგრძელებს - დიდ ბრიტანეთში საქართველოს დესპანი განსხვავებული აზრის გამო გაათავისუფლეს

საქართველოს დესპანს დიდ ბრიტანეთში გიორგი ფალიაშვილს პოსტს განსხვავებული აზრის გამო ატოვებინებენ. ამის შესახებ დიპლომატი სოციალურ ქსელში თავად წერს. 

"ფიქრის, მოსაზრების ქონის, აზრის გამოხატვის, წერის, დისკუსიის თავისუფლებები ეს ის თავისუფლებებია, რომლებიც უკეთესი, ევროპული მომავლის ვაგონს უნდა აგორავებდნენ. ამ თავისუფლებების მოვლა და გაფრთხილება ევროპული საქმის განუყოფელი ნაწილია. 
ეს თავისუფლებები არ უნდა გახდეს სისტემური თავდასხმების საგანი მითუმეტეს ისეთი უწყების მხრიდან, როგორიც საგარეო საქმეთა სამინისტროა, მითუმეტეს არ უნდა გახდეს ადმინისტრაციული წარმოების/შევიწროების, დისკრიმინაციისა და რეორგანიზაციის ჩატარების საფუძველი. 
ესეთი “პატარა” თავდასხმები ამ ყველაფერზე, მხოლოდ კიდევ უფრო დააცილებს საქართველოს ევროპული საქმისგან და ევროპული მომავლისგან. 
მე, საგარეოდან გაშვებულიც მშვენივრად განვაგრძობ ფიქრსაც, განსხვავებული მოსაზრების გამოხატვასაც და ამ ნაგიქრალის წერასაც"- წერს გიორგი ფალიაშვილი. 

 

 

მსგავსი სიახლეები