მმართველ პარტიასთან რამე შეთანხმებაზე არ ჩამოვყალიბებულვართ - ვახტანგ მეგრელიშვილი

25.03.21 16:25
მმართველ პარტიასთან რამე შეთანხმებაზე არ ჩამოვყალიბებულვართ - ვახტანგ მეგრელიშვილი

,,გირჩისა" და ხელისუფლების შეხვედრა  შედეგით არ დასრულებულა.  პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ამბობს, რომ კრისტიან დანიელსონის ვიზიტის დასრულებამდე სიტუაცია გაურკვეველი რჩება და ამ ეტაპზე რამე შედეგზე საუბარი ზედმეტია.

ჩვენ ვისაუბრეთ, მათი პოზიციები გავიგეთ, ჯერჯერობით არ ჩამოვყალიბებულვართ, მოლაპარაკების პროცესი გრძელდება, ამ სიტუაციაში ეს არის მოსაზრებების გაცვლა, რამე შეთანხმებაზე ან პირობებზე საუბარი არ არის, იმიტომ რომ არ ვიცით, ხვალ როგორ შეიცვლება ზოგადი სურათი დანიელსონის ვიზიტის შედეგად. ფრაქციის 7-დან 4 კაცამდე ჩამოწევა არის ბენეფიტის შეთავაზება პატარა პარტიებისთვის, აი, შემოდით და ფრაქციები გექნებათ პარლამენტში . ეს არ უხდება კრიზისის განმუხტვას - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი.

საქართველოს პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო ბარიერის 7-დან 4 პროცენტამდე დაწევას ითვალისწინებს. აღნიშნული  ცვლილების განხორციელებისთვის  მმართველ პარტიას  ხმები არ ჰყოფნის და ოპოზიციის პარლამენტში შესვლა აუცილებლად სჭირდება. შაბათს საქართველოში ევროპარლამენტარი კრისტიან დანიელსონი ჩამოვა, ის ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდს გამართავს.