ფოტიგა საბანაძეს: ბევრი გააკეთე საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოებისთვის

25.03.21 16:47
ფოტიგა საბანაძეს: ბევრი გააკეთე საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოებისთვის

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ევროკავშირში საქართველოს ელჩის, ნატა საბანაძის გადადგომას ეხმაურება. ფოტიგა Twitter-ზე წერს, რომ საბანაძის თანამდებობიდან წასვლა სამწუხაროა. 

"სამწუხაროა, რომ ნატა საბანაძემ თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა. ბრიუსელში 8 წლიანი მუშაობის დროს შენ ბევრის გაკეთება მოახერხე საქართველოსა და ევროკავშირის დასაახლოებლად. შენზე უკეთ სხვამ არავინ იცის, როგორი რთული იყო ამოცანა, მაგრამ შენი ენთუზიაზმითა და საქმის ერთგულებით მოხდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება და ვიზალიბერალიზაცია.