ირაკლი ღარიბაშვილი მისი წინამორბედის პოლიტიკაში მოსვლის თემაზე კომენტარისგან თავს იკავებს

25.03.21 17:27
ირაკლი ღარიბაშვილი მისი წინამორბედის პოლიტიკაში მოსვლის თემაზე კომენტარისგან თავს იკავებს

ტვ პირველის რეპორტიორის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ირაკლი ღარიბიშვილმა  გიორგი გახარიას პოლიტიკაში მოსვლაზე არ ილაპარაკა. დემარშით წასულ პრემიერზე საუბარს დღეს ღარიბაშვილი ყველა ფორმით და ყველა საშუალებით გაურბოდა.

გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერ-მინსტრის პოსტი პროტესტის ნიშნად ერთი თვის წინ დატოვა. მან მაშინ აღნიშნა, რომ ოპოზიციური ლიდერის, ნიკა მელიას, დაკავების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა. 4 დღის უკან კი ექსპრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩება და არსად წასვლას არ აპირებს.