უპასუხისმგებლო და დესტრუქციული განცხადება - ოპოზიცია პრემიერის იერიშს პასუხობს

25.03.21 17:36
უპასუხისმგებლო და დესტრუქციული განცხადება - ოპოზიცია პრემიერის იერიშს პასუხობს

პრემიერ-მინისტრის მორიგ იერიშს ოპოზიციის მიმართ ხელისუფლების ოპონენტები ეხმაურებიან. „ევროპულისა ქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა აგრესიული განცხადებების ნაცვლად, „ქართული ოცნების“ კონსტრუქციულობაზე უნდა იზრუნოს, რადგან სხვა შემთხვევაში ქვეყანა კატასტროფამდე მივა.

ძნელია რამე უპასუხო ბატონ ღარიბაშვილს,მაგრამ ნაცვლად ნოტაციების კითხვის, მას ახლა რაც შეუძლია გააკეთოს, რომ ამ მოლაპარაკებებზე „ქართული ოცნება“ მოვიდეს კონსტრუქციულად და შეთანხმებას მივაღწიოთ. თუ არა, მერე დასხდნენ და ითვალონ რამდენი ადამიანი მოვა და კიდევ უფრო როგორ გაღრმავდება კრიზისი, იმიტომ, რომ ეს დამოკიდებულება რაღაც კუნთების ჩვენების, ჩვენი პარტნიორების გაფრთხილებების იგნორირების და რაღაც დამუწრების, საბოლოო ჯამში ქვეყანას მიიყვანს კატასტროფამდე, -ამბობს სერგი კაპანაძე.

უპასუხისმგებლოს  უწოდებს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგუალავა. მისი თქმით,  იმ პირობებში, როდესაც მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უნდა დაიწყოს, მსგავსი განცხადება ქვეყნის პირველი პირის მხრიდან „ქართული ოცნების“ დასასრულზე მიანიშნებს.

მაშინ, როდესაც მეორე რაუნდი უნდა დაიწყოს და დანიელსონი ჩამოდის პრემიერ-მინისტრი ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს, რაც პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ჩასაშლელად არის განწყობილი, - ამბობს უგულავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პრემერის განცხადება რეჟიმისთვის დამახასიათებელია. მისი თქმით,ხელისუფლება რომელიც ხალხის პროტესტის შეგრძნებას ჰკარგავს,  დასრულებულია. 

ჩვეულებრივად რეჟიმის დამახასიათებელია ეს, იანუკოვიჩის ასე ამბობდა ხოლმე, რომ არ გვაინტერესებს და არავინ არ არის შეკრებილი მაიდანზე და ა.შ. გასაგებია, შიშს დიდი თვალები აქვს და როდესაც ხელისუფლებას ადამიანების და მოქალაქეების პროტესტის შეგრძნება არ აქვს , ის ხელისუფლება არის დასრულებული, - ამბობს დეკანოიძე.

პრემიერი-მინისტრმა დღეს ოპოზიციაზე მორიგი იერიში მიიტანა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცისს აქციებზე მათი მხარდამჭერებიც კი არ დადიან და ხელისუფლების ოპონენტები სრულ გაუგებრობაში იმყოფებიან.