მითხრეს, რომ ხელისუფლების კრიტიკა ჩემთვის ცუდად დამთავრდებოდა - გათავისუფლებული დიპლომატის პირველი კომენტარი

25.03.21 20:37
მითხრეს, რომ ხელისუფლების კრიტიკა ჩემთვის ცუდად დამთავრდებოდა - გათავისუფლებული დიპლომატის პირველი კომენტარი

ხმაურიანი "ფეისბუქ პოსტის" შემდეგ  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი გიორგი ფანიაშვილი მისი გათავისუფლების შესახებ პირველ კომენტარს "ტვ.პირველთან" აკეთებს. 

საელჩოს თანამშრომელი ამბობს, რომ დიპლომატიური სამსახურიდან კრიტიკული ანალიტიკური სტატიების მომზადებისა და გამოქვეყნების გამო გაათავისუფლეს. 

როგორც ირკვევა, დიპლომატი ჯერ ელჩმა სოფო ქაცარავამ გააფრთხილა, ბოლოს კი ბრძანება მიიღო, რომ სამსახური უნდა დაეტოვებინა. 

"ვწერდი იმ პრობლემატიკაზე, რომელიც ისედაც საჯაროდ, ყველასთვის ცნობილია. ვწერდი იმას რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა მთელ რიგ საკითხებში ცვლილებას და განახლებას საჭიროებს. გამაფრთხილეს, რომ ეს ყველაფერი ცუდად დასრულდებოდა, ეს მითხრა სამინისტროს დავალებით ელჩმა ქაცარავამ"- აცხადებს ფანიაშვილი.