ტიკარაძე: ფაიზერი ყველაზე ტრენდული ვაქცინაა

26.03.21 11:57
ტიკარაძე: ფაიზერი ყველაზე ტრენდული ვაქცინაა

"ფაიზერი ყველაზე მეტად ტრენდული ვაქცინაა" - განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკეტერინე ტიკარაძემ გააკეთა.  მისი თქმით,  ყველა ვაქცინა არის ერთნაირად მაღალი სარგებლის მომტანი და მათი მხრიდან მოტანილი ზიანი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ვაქცინაციის პროცესზე უარის თქმა.

დარწმუნებული ვარ, საქართველოში სამწუხარო და უბედური შემთხვევის განვითარების შემდეგ გაეცემა ყველა კითხვას პასუხი, რომელიც რა თქმა უნდა, როგორც რეგულირების სააგენტოს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსაც გააჩნია. ის ღრმა კვლევა, რომელიც მიმდინარეობს სამხარაულთან ერთად მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ იმის შესახებ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი არ ყოფილა ვაქცინა.