სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად მოლაპარაკებები გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს - არასამთავრობოები

26.03.21 11:58
სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად მოლაპარაკებები გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს - არასამთავრობოები

არასამთავრობოები პოლიტიკურ ოპონენტებთან მოლაპარაკებებში მედიატორებს მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდებენ. მესამე სექტორის წარმოამდგენლები ამბობენ, რომ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად  და იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას  სპეკულაციებისთვის ადგილი არ დარჩეს, მედიატორმა თავად უნდა  მოლაპარაკების დეტალები მედიატორმა თავად უნდა გაასაჯაროვოს. ევროკავშირის წარმოადგენელმა ღიად უნდა  ისაუბროს, რომელი მხარე რა დათმობისთვის არის მზად. 

არასამთავრობოები ამბობენ, რომ შეხვედრიდან გამოსული მხარეები ერთმანეთისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ, რაც მოლაპარაკების წარმატებით დასრულებისთვის ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენს.  

ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებდა მოლაპარაკებების ჩავარდნას, მაგრამ სამწუხაროდ, არ მოგვისმენია დეტალური განცხადებები ვინ რა კომპრომისზე მიდიოდა და ვინ რას არ თმობდა, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა ვიცოდეთ მეტი დეტალი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და შემდეგ გადაწყვეტილება მიიღოს საზოგადოებამ ვინ არ თმობდა რეალურად პოზიციებს, ვის უნდოდა ქვეყანაში არსებული კრიზისის გადაჭრა და ვინ უფრო ვიქრო პოლიტიკურ ინტერესებით მოქმედებდა და შეაფერხა სავარაუდო შეთანხმება, - ამბობს  „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“-ს წევრი, თამარ კირვალიძე.
 

მსგავსი სიახლეები