"ოცნების" რიტორიკა მიუთითებს, რომ მოლარაკებას პერსპექტივა არ აქვს - ოპოზიცია

26.03.21 12:22
"ოცნების" რიტორიკა მიუთითებს, რომ მოლარაკებას პერსპექტივა არ აქვს - ოპოზიცია

 „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია მოლაპარაკების მეორე ეტაპისთვის პოზიციებს ისევ არ ცვლიან. ხელისუფლების ოპონენტებისთვის  შეთანხმების მისაღწევად საკვანძო საკითხებად კვლავ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები რჩება, რაზეც მმართველი პარტია კატეგორიულ უარზეა. 

ოპოზიციის აზრით, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ რიტორიკას არ ცვლის, მათი მხრიდან შეთანხმების ჩაშლის მცდელობაზე მეტყველებს. 

სანამ საქართველოში პოლიტიზირებული საქმეები და პოლიტპატიმრების თემა არ დამთავრდება და სანამ არ მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე, ფიზიკურად ვერ განვახორციელებთ სხვა რეფორმებს. შეთანხმება უნდა მოხდეს ამ 6 პუნტქზე, სხვანაირი დამატებით წინადადება მაგიდაზე არ დევს. ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს და ყველაფერი უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“, რომ შეთანხმება შედგეს, თუ არადა, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. ოპოზიციის დიდი სურვილია, რომ მოლაპარაკება გაგრძელდეს, ჩვენ ველით ბატონი დანიელსონის ჩამოსვლას. ბატონი თალაკვაძის განცხადება არის ისეთი წითელი ხაზი, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ მოლაპარაკებას პერსპექტივა არ აქვს „ქართული ოცნების“ მხრიდან,  - აცხადებს „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ თუკი ხელისუფლება კომპრომისზე არ წავა, ეს იქნება სრული ლუსტრაცია იმის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ევროპა სამაგალითო არ არის და ის ბელორუსის მსგავსად ერთპარტიული ავტოკრატიის მომხრეა. 

თუ „ქართულ ოცნებას“ არ ეყოფა გონიერება და არ გადმოდგამს  ნაბიჯებს კომპრომისისკენ, ეს იქნება სრული ლუსტრაცია „ქართული ოცნების“, რომ მისთვის სამაგალითოა არა ევროპა, არამედ ბელორუსი, სადაც არის ერთპარტიული ავტოკრატია, - ამბობს მანჯგალაძე.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს ჩამოვა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციაური წარმომადგენელი პოლიტიკურ ოპონენტებს მოლაპატაკების მაგიდასთან კიდევ ერთხელ დაასვამს. 

დანისელსონი საქართველოში პირველად 12 მარტს ჩამოვიდა, თუმცა მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. 
 

მსგავსი სიახლეები