ამ მოლაპარაკებებში მოსახლეობას მხოლოდ "ოცნების" იმედი აქვს - შალვა პაპუაშვილი

26.03.21 12:34
ამ მოლაპარაკებებში მოსახლეობას მხოლოდ "ოცნების" იმედი აქვს - შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ წევრი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მომავალ მოლაპარაკებებში, რომელიც კრისტიან დანიელსონის მედიატორობით კიდევ ერთხელ  გაიმართება, მხოლოდ „ქართული ოცნების“ იმედი აქვს. მისი თქმით, ასეთივე მოლოდინი აქვს მოსახლეობასაც.

ამ მოლაპარაკებებში მაქვს მხოლოდ ერთი მხარის იმედი, ეს არის „ქართული ოცნება“ და ეს იმედი არის გამყარებული ჩვენი ქმედებით. მოსახლეობასაც ამ მოლაპარაკებაში „ქართული ოცნების“ იმედი აქვს მხოლოდ. იქნება ეს შედეგიანი თუ უშედეგო საბოლოო ჯამში, ჩვენ მაინც ამ პროცესიდან გამოვიტანთ საუკეთესოს ჩვენი ქვეყნისთვის, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს ჩამოვა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციაური წარმომადგენელი პოლიტიკურ ოპონენტებს მოლაპატაკების მაგიდასთან კიდევ ერთხელ დაასვამს. 

დანისელსონი საქართველოშ პირველად 12 მარტს ჩამოვიდა, თუმცა მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.