ამის ფუფუნება არ გვაქვს - ხელისუფლება კომენდანტის საათის გაუქმებას არ აპირებს

26.03.21 12:35
ამის ფუფუნება არ გვაქვს - ხელისუფლება კომენდანტის საათის გაუქმებას არ აპირებს

ხელისუფლება კომენდანტის საათის გაუქმებას არ აპირებს.  ჯანდაცვის მინისტრმა დღეს მედიას უთხრა, რომ ამის ფუფუნება არ აქვთ. 

„კომენდანტის საათის” გაუქმება არ იგეგმება, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს ამის საფუძველი და ფუფუნება, პანდემია კვლავ საქართველოშია. ჩვენ ვაკვირდებით, რომ ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვნად მიმდინარეობს გამკაცრებები, მაშინ როდესაც საქართველოში მნიშვნელოვანი შემსუბუქებები გვაქვს.

გურიაში მყოფმა ჯანდაცვის მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ  რეგიონში საყურადღებო ეპიდვითარებაა.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ადგილზე გავივლით, რეკომენდაციებს მივცემთ, რომლის დაცვაც საჭიროა და მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ გურიაში არ მოხდეს შემდეგი გამკაცრებები“,-აცხადებს ტიკარაძე.

მსგავსი სიახლეები