გვითხრან, რის საფუძველზე უნდა ჩავატაროთ რიგგარეშე არჩევნები - სუბარი

26.03.21 12:43
გვითხრან, რის საფუძველზე უნდა ჩავატაროთ რიგგარეშე არჩევნები - სუბარი

„ქართული ოცნების“ წევრს, სოზარ სუბარს აინტერესებს რის საფუძველზე უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, თუკი ის არ გაყალბებულა. სუბარი ნიკა მელიასთან დაკავშირებითაც საუბრობს და ამბობს, რომ  მისი გათავისუფლების გასაღები თავად მელიას აქვს და გირაოს გადახდის შემთხვევაში, ის ციხიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდება. 

ვადამდელი არჩევნების ჩატარება რჩება ძალაში, თუკი გაყალბდა, თუკი არ გაყალბდა, გვითხრან, რის საფუძველზე უნდა ჩატარდეს? რაც შეეხება პატიმრებს, არის ერთი კონკრეტული ადამიანი, ნიკა მელია, რომლის გათავისუფლებაც არის ერთი წუთის საქმე და გასაღები აქვს მას მის პირად ხელში. გადაიხდი გირაოს, გამოვა გარეთ, - ამბობს სუბარი. 
 

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს ჩამოვა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციაური წარმომადგენელი პოლიტიკურ ოპონენტებს მოლაპატაკების მაგიდასთან კიდევ ერთხელ დაასვამს. 

დანისელსონი საქართველოში პირველად 12 მარტს ჩამოვიდა, თუმცა მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. 
 

მსგავსი სიახლეები