თუ დარჩება წითელი ხაზები ნიშნავს, რომ "ოცნებას" არ სურს შეთანხმება - დეკანოიძე

27.03.21 11:29
თუ დარჩება წითელი ხაზები ნიშნავს, რომ "ოცნებას" არ სურს შეთანხმება - დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ფიქრობს,რომ ხელისუფლებას მოუწევს დათმობებზე წასვლა. თუ მოლაპარაკება ამჯერადაც არ შედგა ეს გამოააშკარავებს, რომ "ოცნებას" კრიზისის განმუტხვა არ უნდა. 

თუ დარჩება წითელი ხაზები ეს იქნება "ოცნების" მხრიდან  დასტური კიდევ ერთხელ, რომ მათ არ სურთ ევროკავშირის გამოწვდილი ხელი მიიღონ და შედგეს შეთანხმების პროცესი, განიმუხტოს უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, ჩვენთვის წითელი ხაზები არის ის რაც ჭირდება ჩვენ ქვეყანას - ამბობს დეკანოიძე.

შეგახსენებთ, ევროპული სბაჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს ჩამოდის. მოლაპარაკების პროცესი დანიელსონოს მედიაციით,  "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის ორშაბათიდან განახლდება.