ყველა შანსს გამოვიყენებთ, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას - ოპოზიცია

27.03.21 11:34
ყველა შანსს გამოვიყენებთ, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას - ოპოზიცია

ოპოზიცია ხელისუფლებასთან  მოლაპარაკების გასაგრძელებლად მზად არის. ლიდერები ამბობენ, რომ მათთვის უმთავრეს საკითხებად კვლავ რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლება. 

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ოპოზიცია ყველა შანსს გამოიყენებს იმისთვის, რომ "ოცნება" კომპრომისზე წამოვიდეს. 

ჩვენ ყველა შანსს გამოვიყენებთ, სანამ ეს კრიზისია,რომ მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებას რომ  ივანიშვილი გონს უნდა მოვიდეს და გონივრულ კომპრომისზე წამოვიდეს, გინდა კარგი თქვან გინდ ცუდი ეგ არაფერს არ ნიშნავს - ამბობს გიგა ბოკერია. 

მოძრაობა  "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია დარწმუნებულია, რომ შეთანხმების მიღწევა თავად ხელისუფლების ინტერესებშიც შედის.  

რაც უფრო მალე დაიწყებენ რეალურ მოლაპარაკებას, მით უფრო კარგი იქნება ქვეყნისთვის, მაგრამ მათთვისაც იმიტომ რომ ამ კრიზისში ყოფნა ყველაფერს ანგრევს მათ სორის ოცნებასაც და მათ ბევრად მეტი ფასის გადახდა მოუწევთ - ამბობს ხოშტარია.  

"ლეიბორისტული პარტიისთვის" მოლაპარაკების პროცესში მთავარ სკაითხებად კვლავ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რჩება.  

რაც არ უნდა წითელ ხაზებზე უნდა ისაუბროს, ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება სხვაგვარად ვერ გადაწყდება. შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა იყოს. ივანიშვილმა უნდ აიგრძნოს საფრთხე შიგნით აქციების სახით გარედან სანქციების სახით, - ამბობს გიორგი  გუგავა. 

 შეგახსენებთ, ევროპული სბაჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს ჩამოდის. მოლაპარაკების პროცესი დანიელსონოს მედიაციით,  "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის ორშაბათიდან განახლდება.