სოცმუშაკები შიმშილის ზღვარზე - მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გაფიცვას აანონსებენ

27.03.21 11:48
სოცმუშაკები შიმშილის ზღვარზე - მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გაფიცვას აანონსებენ

სოც აგენტები გაფიცვას აანონსებენ. სოც აგენტებმა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელფასების გაზრდის თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა მათი თქმით, ტიკარაძის უწყებამ მათი თხოვნა არ გაითვალისწინა. სოც აგენტები ამჯერად პრემიერ ღარიბაშვილს მიმართავენ დაინტერესდეს მათი პრობლემით წინააღმდეგ შემთხვევში ქუჩაში გამოსვლას გეგმავენ.

სოციალური მუსაკები, ამბობენ, რომ მათი შესამოსავალი 200 ლარია, რაც საკვებშიც არ ჰყოფნით და მალე სოციალურად დაუცველები თავად გახდებიან. 

პრემიერ მიმვმართეთ, იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა ტიკარაძესთან მიმართვა, იყო დაპირება რომ იანვრიდან ხელფასები და ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა. ჩვენი ოჯახი ჩვენ ხელფასებზეა დამოკიდებული 200 ლარი არის მიზერი.მთავარი მოთხოვნა არის ხელშეკრულებების გაგრძელება და ხელფასის მომატება - ამბობს სოციალური აგენტი.