უკიდურეს შემთხვევაში პლებისციტი შეიძლება განხილულ იქნას კომპრომისულ ვარიანტად - ბურჯანაძე

27.03.21 13:05
უკიდურეს შემთხვევაში პლებისციტი  შეიძლება განხილულ იქნას კომპრომისულ ვარიანტად - ბურჯანაძე

უკიდურეს შემთხვევაში პლებისციტი  შეიძლება განხილულ იქნას კომპრომისულ ვარიანტად - ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს. ოპოზიცია მოლაპარაკების მეორე რაუნდისთვის ემზადება. პარტიები პოზიციებს არ ცვლიან, თუმცა კომპრომისულ ვარიანტებს განიხილავენ.  

არ მგონია რომ დანიელსონი ხელცარიელი მოდიოდეს და უშვებდეს, რომ კვლავ უშედეგოდ დასრულდეს მისი ვიზიტი ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. თუმცა ქართული ოცნების განცხადებებით, როცა საუბრობენ რომ გამორიცხულია საუბარი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და ვადამდელ არცევნებზე იმედის საშუალებას არ იძლევა. მე არ ვარ პლებისციტის მომხრე, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება პლებისციტი იყოს  განხილული კომპრომიუსლ ვარიანტად, - ამბობს ბურჯანაძე. 

შეგახსენებთ, ევროპული სბაჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს ჩამოდის. მოლაპარაკების პროცესი დანიელსონოს მედიაციით, "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის ორშაბათიდან განახლდება.