რისთვის დადის ეს კაცი, შედეგი არის 0 - ნონა მამულაშვილი ჟენევის მოლაპარაკებებზე

27.03.21 13:20
რისთვის დადის ეს კაცი, შედეგი არის 0 - ნონა მამულაშვილი ჟენევის მოლაპარაკებებზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნონა მამულაშვილი ჟენევის მოლაპარაკების ფორმატს აკრიტიკებს და ამბობს, რომ რეალურად ეს ფორმატი უშედეგოა. მამულაშვილის თქმით, ზურაბ აბაშიძის ფუნქციებთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი აქვს. 

განმარტება მაინც გაგვიკეთონ რისთვის დადის ეს კაცი იქ, რაზე ელაპარაკება და რატომ  იხარჯება ამაზე თანხები და რა მოლაპარაკებები ტარდება  იქ, დადის აბაშიძე რაღაცეებს ლაპარაკობს, ჩამოდის და შედეგი არის 0. ვხედავთ რომ რუსეთი უფრო აგრესიული ხდება, უფრო ღრმად შემოდის მცოცავი ოკუპაცია, ამიტომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს ამ ფორმატთან დაკავშირებით და  რა ფუნქცია აქვს აბაშიძეს - ამბობს ნონა მამულაშვილი. 

შეგახსენებთ, 26 მარტს  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი გაიმართა , რომლის ფარგლებშიც განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით გამწვავებული ვითარება, რუსეთის მიერ დე ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი წარმოადგენდა