ხმაური "ოცნების" ოფისთან - პოლიციამ აქტივისტები დააკავა

27.03.21 14:14
ხმაური "ოცნების" ოფისთან - პოლიციამ  აქტივისტები დააკავა

"ქართული  ოცნების" ოფისთან სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. უმრავლესობის პოლიტსაბჭოს პარალელურად, "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები ბერა ივანიშვილისა და პერემიერ ღარიბაშვილის გამოსახულებით სტიკერებს აკრავდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. დაკავებულია 4 პირი. ამ დროისთვის დაკავებულები შსს-ს სამმართველოში არიან გადაყვანილი.

"ოცნების" ოფისში ამ დროისთვის უმრავლეობის შეხვედრა მიმდინარეობს,მანამდე კი პოლიტსაბჭოს სხდომა შედგა. 

მსგავსი სიახლეები