​კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა

27.03.21 14:50
 ​კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა

თბილისის მერს, კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ მისმა ექიმმა თქვა. 

პროფესორ ზურაბ ფაღავას თქმით, კალაძეს აქვს ვესტიბულოპათია. 

ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის შესახებ დიაგნოზი წინასწარ იყო გამოტანილი ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც  შემდგომი კვლევის შედეგად არ დადასტურდა. ის ატარებდა ე. წ სამუშაო ხასიათს. სახეზე გვაქვს არტერიული წნევის არასტაბილობა. სწორედ ამ მიზეზის გამო ის მოხვდა ჩვენს კარდიოლოგიურ კლინიკაში. მას აქვს ე.წ. ვესტიბულოპათია. ეს არის ცენტრი, რომელიც არეგულირებს ადამიანის წონასწორობას.  აღნიშნული დარღვევები  განპირობებულია მისი სპორტული წარსულით და დაძაბული შრომითი განრიგით, - თქვა ზურაბ ფაღავამ. 

ექიმის თქმით, კახა კალაძე თავს  უკეთესად გრძნობს და დამატებითი კვლევები უტარდება. 

კალაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ  გუშინ, 26 მარტს Facebook-ზე დაწერა.კალაძემ თქვა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კლინიკაში იმყოფება და აქტიურად საზოგადოების წინაშე ამიტომ არ ჩანს.