„ქართული ოცნების’“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება

27.03.21 15:06
„ქართული ოცნების’“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება

„ქართული ოცნების’“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება. ამ გადაწყვეტილების შესახებ მამუკა მდინარძემ პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პირველი საკითხი იყო ახალი მდივანი, რომელზეც გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკურმა საბჭომ და მოიწონა უმრავლესობამ. საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი იქნება შალვა პაპუაშვილი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი გამოცდილება. მისი ფუნქცია იქნება საზოგადოებასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის და პოლიტიკური კომუნიკაციის კოორდინაცია, - თქვა მდინარაძემ.

 "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. შენობის გარეთ შეკრებილი 6 აქტივისტი პოლიციამ დააკავა.