ეს პოლიტპატიმრობა კი არა პოლიტიკური თვითიზოლაციააო, ვეთანხმები ლადო კახაძეს - მდინარაძე მელიაზე

27.03.21 15:55
ეს პოლიტპატიმრობა კი არა პოლიტიკური თვითიზოლაციააო, ვეთანხმები ლადო კახაძეს - მდინარაძე მელიაზე

 ვეთანხმები ლადო კახაძეს, ადამიანს, რომელსაც შეუძლია დატოვოს საპატიმრო და არ გამოდის, ეს არის პოლიტიკური თვითიზოლაცია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიას შესახებ თქვა. 

ჩვენ ყველა ვერსიას ყურადღებით განვიხილავთ ხოლმე და თუ არ არსებობს ძალიან მკაფიო არგუმენტი, რომელიც პირდაპირ ურტყამს არა რომელიმე პარტიის ინტერესს, არამედ სახელმწიფოებრიობას, ამ შემთხვევაში, პრობლემას ვერ ვხედავთ ხოლმე. ოღონდ სახელმწიფოებრიობას, ოღონდ სამართლიანობას, ოღონდ კანონს არ ურტყამდეს და ამაზე არ მიჰქონდეს იერიში, ყველა საკითხს განვიხილავთ. ნიკა მელიას უკვე ცხადად აქვს წარმოდგენა რა შემთხვევაში დატოვებს ის საპატიმროს და არ ტოვებს. დღევანდელ სხდომაზე იყო ხუმრობასთან დაკავშირებული ორი მომენტი. ერთი ბატონმა ლადო კახაძემ თქვა - „ეს პოლიტპატიმრობა კი არა პოლიტიკური თვითიზოლაციააო“ და აბსოლუტურად ვეთანხმები. ადამიანს, რომელსაც შეუძლია დატოვოს საპატიმრო და არ გამოდის, ეს არის პოლიტიკური თვითიზოლაცია. მეორე ხუმრობა შეეხებოდა ორი თვით გადადებულ აქციებს, რაზეც სერიოზულად ვერ ვილაპარაკეთ, გაგვეღიმა და გადავედით სხვა საკითხებზე. აქედან გამომდინარე, შემიძლია გიპასუხოთ, რომ განვიხილავთ ყველა საკითხს, რომელიც პრინციპულ წინააღმდეგობაში არ მოდის სახელმწიფოებრიობასთან და სამართალთან, დანარჩენი მომავლის საქმეა მოლაპარაკებების მაგიდასთან, - თქვა მდინარაძემ.