ხოშტარია ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულებისთვის 5-დღიანი კარანტინის გაუქმებას ითხოვს

27.03.21 16:31
ხოშტარია ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულებისთვის 5-დღიანი კარანტინის გაუქმებას ითხოვს

მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია, ოკუპირებულ გალში მცხოვრები ადამიანებისთვის 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას ითხოვს.ხოშტარიას განმარტებით, რეგულაციების გამო ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანებს, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა შავი გზით უწევთ.

შემოსვლა საოკუპაციო ხაზზე რეგულირდება 5-დღიანი სავალდებულო კარანტინით. პრაქტიკულად 1-საათიან საქმეზე გადმოსულ ადამიანები წარმოუდგენელია, რომ გადმოვიდნენ იმიტომ რომ უწევთ 5-დღიანი კარანტინი. აქედან გამომდინარე, მათ უწევთ შავი გზებით გამოსვლა. მივმართავ მთავრობას, საკოორდინაციო საბჭოს, რომ არ შეიძლება ასე იგნორირებას უკეთებდე შენი მოქალაქეებს ამ მდგომარეობას,- თქვა ხოშტარიამ.

 

მსგავსი სიახლეები