Pfizer-ის ვაქცინა მინისტრთან ჩაწყობით- "ოცნების" დეპუტატმა ტიკარაძეს ახლობლის აცრა სთხოვა

27.03.21 20:14
Pfizer-ის ვაქცინა მინისტრთან ჩაწყობით- "ოცნების" დეპუტატმა ტიკარაძეს ახლობლის აცრა სთხოვა

ჩაწყობა Pfizer-ის ვაქცინის მისაღებად - ჯანდაცვის მინისტრს "ოცნების" დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა  SMS  შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ის სთხოვს ვაქცინაცია გაუკეთოს მის ახლობელს. SMS შეტყობინება ტვ პირველის კამერის ობიექტივში მოხდვა.ობოლაშვილმა ტიკარაძეს კონკრეტული მოქალაქის აცრას სთხოვდა და მისი პირის პირადი ინფორმაციაც გაუგზავნა. თამარ განუგრავა, რომლის აცრის დირექტივაც მინისტრმა დეპუტატისგან მიიღო, იმ ასაკობრივ კატეგორიაში ვერ ხვდება, რომლის ვაცქინაციაც საქართველოში ამ ეტაპზეა გათვალისწინებული. 

"ოცნების" დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილი უარყოფს, რომ მინისტრს მისწერა. ეკატერინე ტიკარაძემ შეტყობინების მიღება დაადასტურა, თუმცა ამ ყველაფერს კონსულტაცია დაარქვა.

Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 25 მარტს გამთენიისას ჩამოიტანეს. Pfizer-ით აცრის სურვილი უკვე  6000-მა ადამიანმა გამოთქვა. ონლაინრეგისტრაციის პლატფორმაზე ამერიკული ვაქცინით აცრის მსურველთა გრაფები გადავსებულია Pfizer-ის ვაქცინაცია 6 სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელდება. ვაქცინაცია 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს ჩაუტარდებათ.