ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება შეიძლებოდა - მეზვრიშვილი მელიაზე

27.03.21 22:01
 ბრალდებულის  აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება შეიძლებოდა - მეზვრიშვილი მელიაზე

"ქართული ოცნების" გუნდიდან წასული კადრი, ნათია მეზვრიშვილი მიიჩნევს, რომ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებად პატიმრობა აუცილებელი არ იყო. ამის შესახებ მან ტვ პირველთან ისაუბრა.

მე ვთვლიდი, რომ შეეძლოთ შესაბამის ორგანოებს და დღესაც ასე ვთვლი, კანონი სხვაგვარად განემარტათ და ჩვენ თავიდან აგვეცილებინა ის პროცესები, რაც მივიღეთ და თავიდან აგვეცილებინა ის დამაზიანებელი პროცესები ქვეყნისთვის, რომელიც ერთი ბრალდებულის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეს მოჰყვა. შეიძლებოდა საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე ბრალდებულის დატოვება და ამისი ბერკეტები, მე ვთვლი, რომ მართლმსაჯულების ორგანოებს ჰქონდათ და ამისი შესაძლებლობა, მე ვთვლი, რომ დღესაც არსებობს, ის რაც მიიღო ქვეყანამ და ქვეყანა დაზარალდა, მე არ ვსაუბრობ მელიას უდანაშაულობაზე ეს ცალკე პროცესია, ამაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს - თქვა მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში იმ სისტემურ პრობლემებზეც ისაუბრა, რომელიც "ოცნების" ხელისუფლებას აქვს. მეზვრიშვილი "ოცნებაში" გახარიას კადრად მოიაზრებოდა, ის არ აკონკრეტებს იქნება თუ არა გახარიას მომავალ გუნდში. 

მსგავსი სიახლეები