კალაძეს გული უსკდება, რომ არ დაიჭირონ და საავადმყოფოში დაწვა - მიხეილ სააკაშვილი

27.03.21 23:31
კალაძეს გული უსკდება, რომ არ დაიჭირონ და საავადმყოფოში დაწვა - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კახა კალაძის ჯანმრთელობის პრობლემებს ეჭქვეშ აყენებს და მის სავარაუდო დაჭერას უკავშირებს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტვ პირველის ეთერში თქვა.

კალაძეს გული უსკდება, რომ არ დაიჭირონ ამიტომ საავადმყოფოში დაწვა. ქალაქის ამხელა მერს ეშინია, რომ დღე-დღეზე შეიძლება დაიჭირონ, იმიტომ რომ იციან რომ ივანიშვილისგან განდგომილია - თქვა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე კლინიკაში მკურნალობს. მას  ვესტიბულოპათია დაუდასტურდა. ექიმების შეფასებით, მას ქირურგიული ჩარევა არ ესაჭიროება და მკურნალობას განაგრძობს.