ახლა კომპრომისის დროა - დანიელსონი

28.03.21 09:37
 ახლა კომპრომისის დროა - დანიელსონი

ახლა კომპრომისის დროა,-ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოში ჩამოსვლისას განაცხადა.

ძალიან მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში და ველი თანამშრომლობას პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან, რათა დავეხმარო მათ, რომ მიაღწიონ შეთანხმებას და დაასრულონ პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში. ახლა კომპრომისის დროა და კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი კომპრომისი არის ძლიერების გამოვლინება, კომპრომისი აჩვენებს, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს და კომპრომისი არის ევროპული გზა,- განაცხადა დანიელსონმა.

დანიელსონი საქართველოში სამი დღის განმავლობაში დარჩება.

მსგავსი სიახლეები