ცოცხალიც რომ არ ვიყო, ბევრ მოქმედ პოლიტიკოსს კიდევ 50 წელი მოვუგებ არჩევნებს - სააკაშვილი

28.03.21 11:13
ცოცხალიც რომ არ ვიყო, ბევრ მოქმედ პოლიტიკოსს კიდევ 50 წელი მოვუგებ არჩევნებს - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ მას ბევრად მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე "ქართულ ოცნებას". ამის შესახებ სააკაშვილმა "ტვ პირველთან" ინტერვიუში თქვა.

საქართველო ვერ წავა ჩემგან და ჩემიდან ვერავინ გამოდევნის საქართველოს და ვერავინ ჩამომაშორებს ჩემ ქვეყანას, საიდან გავიწიო, ცხოვრებიდან გავიწიოთ, ავორთქლდე, თვითლიკვიდაცია გამოვაცხადო თუ ხარაკირი ჩავიტარო, როგორ უნდა გავწიო. ცოცხალიც რომ არ ვიყო, ბევრ მოქმედ პოლიტიკოსს კიდევ 50 წელი მოუგებს ჩემი მკვდარი სახელით არჩევნებს. 24 საათი გამომიშვით საქართველოში და მივცეთ ხალხს საშუალება თავისუფლად გამოხატოს აზრი - თქვა სააკაშვილმა.