მასალა გაანადგურეს, რადგან 20 ივნისს ბრძანების გამცემად არაუფლებამოსილი პირები იყვნენ -მაქარაშვილი

28.03.21 11:23
მასალა გაანადგურეს, რადგან 20 ივნისს ბრძანების გამცემად არაუფლებამოსილი პირები იყვნენ -მაქარაშვილი

ტვ პირველზე გასული სკანდალური აუდიოჩანაწერის გამოძიების იმედი არ აქვთ სამოქალაქო აქტივისტებს, ისინი არ გამორიცხავენ, რომ 20 ივნისის დარბევის ღამეს პარლამენტის შენობაში ბიძინა ივანიშვილიც ყოფილიყო და სწორედ ამიტომ მოხდა მტკიცებულებების განადგურება. აქტივისტი, "სირცხვილიას" წევრი გიგა მაქარაშვილი ფიქრობს, რომ ჩანაწერები თავის დაზღვევის მიზნით გაანადგურეს და გამოძიება საქმეზე რომც დაიწყოს, არავინ დაისჯება.

2 უწყება ზრუნავდა, რომ ეს ჩანაწერები გამქრალიყო და თურმე იმავე საათში გააქრეს, რაც ნიშნავს იმას რომ ძალიან სწრაფად უნდოდა უწყებას, რომ მასალა გაექრო იმიტომ რომ შიგნით ისეთი ადამიანები იყვნენ რომლებიც არ უნდა ყოფილიყვნენ. არ გამოვრიცხავ ივანიშვილიც ყოფილიყო, მაგრამ მშიშარა მგონია შეიძლება არ მისულიყო, მაგრამ სხვა პირები ყვნენ სავარაუდოდ, - ამბობს მაქარაშვილი.

"ტვ პირველის" შაბათის ეთერმა მოიპოვა აუდიოჩანაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ 20 ივნისის სისხლიანი ღამის ჩანაწერები ხელისუფლებამ გაანადგურა. "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში გასაჯაროვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდუმლო აგენტის ჩანაწერი, სადაც ივანე გულაშვილი ყვება, როგორ წაშალა ჩანაწერები. გულაშვილი ამბობს, რომ მან დავალება კახაბერ საბანაძისგან მიიღო, რომელიც იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.