ვაქცინაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობა ნეპოტიზმის შემთხვევებს მოხსნის - ვახტანგ კალოიანი

28.03.21 11:30
ვაქცინაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობა ნეპოტიზმის შემთხვევებს მოხსნის - ვახტანგ კალოიანი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი ვახტანგ კალოიანი თვლის, რომ ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს იმისთვის, რომ ნეპოტიზმითა და ჩაწყობით აცრა გამოირიცხოს.

საყოველთაო ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე ბევრ დადებით ეფექტთან ერთად მოხსნის ასევე ნეპოტიზმის გზით შანსს რომ გავიკეთოთ ვაქცინა ურიგოდ, რაც მეტი მოქალაქე გაიკეთებს ვაქცინას და ექნება ხელმისაწვდომობა  უკეთესია, პირველ რიგში მათი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის და მერე საზოგადოებისთვის.  ეს არის ერთ-ერთი პირველი რიგის ამოცანა, რათა მსგავსი გაუგებრობები და არასასიამოვნო სიტუაციები ავიცილოთ თავიდან - ამბობს კალოიანი.

შეგახსენებთ, "ტვ პირველის' კამერის ობიექტივში ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძისთვის გაგზავნილი SMS მოხვდა.  SMS ტიკარაძეს "ქართული ოცნების" წევრმა ანტონ ობოლაშვილმა მისწერა. ობოლაშვილი ტიკარაძეს კონკრეტული მოქალაქის ვაქცინაციას სთხოვდა, რომელიც დღევანდელი გეგმით ვაქცინაციის ასაკობრივ კატეგორიაში ვერ ხვდება. ვაქცინაცია  ამ ეტაპზე 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებსა და ექიმებს  უტარდებათ.