შეთანხმება არის კრიზისის განმუხტვისთვის და არა გვამის გაპატიოსნებისთვის - უგულავა

28.03.21 14:47
 შეთანხმება არის კრიზისის განმუხტვისთვის და არა გვამის გაპატიოსნებისთვის - უგულავა

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგი უგულავა ამბობს, რომ "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეთანხმება ქვეყანაში კრიზისის განსამუხტად უნდა მოხდეს. უგულავა ამბობს, რომ 

ჩვენი მხრიდან არ იქნება შეთანხმება შეთანხმებისთვის, შეთანხმება არის კრიზისის განმუხტვისთვის და არა გვამის გაპატიოსნებისთვის და მაკიაჟის გასაკეთებლად. ვსაუბრობთ ფუნდამენტურ ცვლილებებზე,რაც ქვეყანას სჭირდება კრიზისისდან გამოსასვლელად, საზოგადოებისთვის ჩვენი პოზიციაც ცნობილია, ჩვენ არანაირი წითელი ხაზი არ დაგვიწესებია, წითელ ხაზებს ავლებს "ქართული ოცნება" - თქვა უგულავამ

ოპოზიციასა და "ოცნებას" შორის მოლაპარაკებები, დანიელსონის მედიაციით, ორშაბათს განახლდება.  შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი უკვე თბილისშია.