მნიშვნელოვანია, რომ პროგრესი შედგეს ყველა პუნქტთან მიმართებით - სამადაშვილი

28.03.21 15:11
მნიშვნელოვანია, რომ პროგრესი შედგეს ყველა პუნქტთან მიმართებით - სამადაშვილი

ოპოზიციური პარტიები კრისტიან დანიელოსნთან შესახვედრად ემხადებიან. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთო ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ კომპრომისებისთვის ოპოზიცია მზადაა, თუმცა პროგრესი შარლ მიშელის 6-პუნქტიანი შეთანხმების ყველა პუნქტზე უნდა გამოიკვეთოს. 

ოპოზიციამ საკუთარი ხედვა დააფიქსირა მათ შორის  საერთო განცხადებაში. მნიშვნელოვანია, რომ პროგრესი შედგეს ყველა პუნქტთან მიმართებაში, რომელიც მიშელის გეგმაშია. ვნახოთ რა შესაძლებლობა იქნება. ჩვენი მხრიდან მზად ვართ განვიხილოთ ყველა წინადადება, რომელიც ჩვენ პრინციპულ პოზიციებში ჯდება, - თქვა სამადაშვილმა. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ, გუშინ ღამე ჩამოვიდა.დანიელსონი მედიაციის პროცესს ორშაბათიდან, 29 მარტიდან განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. კრისტიან დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.