საქართველო-ესპანეთის მატჩი - კარვების ქალაქში აქტივისტები კომენდანტის საათს დაარღვევენ

28.03.21 17:25
საქართველო-ესპანეთის მატჩი - კარვების ქალაქში აქტივისტები კომენდანტის საათს დაარღვევენ

პარლამენტის შენობასთან, კარვების ქალაქში მონიტორი დაამონტაჟეს. სამოქალაქო აქტივისტები დღეს "კომენდანტის საათის" დარღვევას აპირებენ  და ეკრანზე საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ერთად უყურებენ.

აქტივისტები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომლებმაც საფეხბურთო მატჩისთვის ბილეთების შეძენა ვერ მოახერხეს,  რომ მივიდნენ რუსთაველის გამზირზე და ერთად უგულშემატკივრონ საქართველოს ნაკრებს.

დღეს, საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით, , ის პირები, რომლებსაც მატჩზე დასასწრები ბილეთები აქვთ, 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ და არ დაჯარიმდებიან.