უცხოელებისთვის ვერც განდი გახდა, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი-მეუფე იაკობი მელიაზე

28.02.21 12:39
უცხოელებისთვის ვერც განდი გახდა, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი-მეუფე იაკობი მელიაზე

"უცხოელებისთვის ვერც განდი გახდა, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი"- ასე გამოეხმაურა ბოდბელი მიტროპოლიტი იაკობი "ნაციონალური მოძარობის" თავმჯდომარის  ნიკა მელიას დაკავებას.

დაიჭირეს მელია და წამოვიდა ევროპიდან და ამერიკიდან სამართლიანი საყვედურები. ეს რამდენი ხანი გაგრძელდება, ბოლოს ოპოზიციაც გაახსენდებათ. პროკურატურა იძახის, გადაიხადოს და გავუშვებთო, ამას მსოფლიო ხო უყურებს, თუ არ გადაიხდის როგორ შეხედავენ, რა ლიდერად შეხედავენ?! ხო არ შეხედავენ ლიდერად. ნიკას დაჭერით, თუ მანამდე აგორდა, როგორც სიტუაციამ გვიჩვენა, რაღაც ვერც განდი გახდა, უცხოელებისთვის ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი- ამბობს ბოდბელი მიტროპოლიტი.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია 23 თებერვალს სპეცრაზმმა პარტიის ოფისში ძალის გამოყენებით დააკავა. "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეჭრისას მხარდამჭერების წინააღმდეგ გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი.