ის, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, არის მოცემულობა - ირაკლი კობახიძე

30.03.21 02:26
ის, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, არის მოცემულობა - ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინფორმაციით,  ხელისუფლება გამორიცხავს, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება. 

ოპოზიცია იქაც ყველაფერს წააგებს, თვითმმართველობასაც წააგებენ, ვადამდელსაც, პლებისციტსაც წააგებენ. რაც ითქვა ხელისუფლების მხრიდან, ეს არის არა ხელისუფლების ულტიმატუმი, არამედ მოცემულობა. - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კომენტარი ევროპელ მედიატორთან, კრისტიან დანიელსონთან, შეხვედრის შემდეგ გააკეთა.