,,ოცნებისგან“ სამართლიანია, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება - იაგო ხვიჩია

30.03.21 02:29
,,ოცნებისგან“ სამართლიანია, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება - იაგო ხვიჩია

,,გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი სამართლიანად მიიჩნევს ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება. იაგო ხვიჩიას მიაჩნია, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ დასავლელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები ჩვენს ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, დახუროს ვადამდელი არჩევნების თემა.
   

თუ რამე არის სამართლიანი ,,ოცნებისგან“ , არის ის, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება იმ არჩევნების გაყალბების არგუმენტით. იმ განცხადებების ფონზე, რაც გააკეთეს ეუთო-ოდირმა, დასავლელმა პოლიტიკოსებმა, მმართველ გუნდს შეუძლია, ასეთი მკაფიო და უხეში პოზიცია ჰქონდეს. არსებობს სხვა არგუმენტები, რის გამოც უნდა ჩატარდეს არჩევნები, ეს ამ დისკუსიის თემა არ არის.--აღნიშნა იაგო ხვიჩიამ. 

ვადამდელი არჩევნების ჩატარების თემაზე დღეს განცხადებები გააკეთეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ,,ოცნების“ თავმჯდომარემაც. ხელისუფლება აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნების თემა არის დახურული.